ევროკავშირმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ევროკავშირის „შავ სიაში“ დამატებით კიდევ 19 რუსი დიპლომატი მოხვდა. უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადა.

როგორც ბორელი განმარტავს, მათი საქმიანობა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

“დღეს, მე, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , – განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

როგორც ბორელმა განმარტა, საუბარია ათობით პოლიტიკოსზე, ბიზნესმენზე, პროპაგანდისტზე, ასევე, სამხედრო და სხვა სახის კომპანიებზე.

 

მსგავსი თემები