რუსეთი შესაძლოა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც დაბლოკონ

აშშ ითხოვს, რუსეთს, უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება შეუჩერდეს. აღნიშნული განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა გააკეთა. სწორედ ის იყო პირველი გამომსვლელი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის შემდეგ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ შეფასებისთვის სიტყვა გადასცა.

ლინდა ტომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იკავებდეს ხელმძღვანელ პოსტს ორგანოში, რომლის მთავარ მიზანსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ სისასტიკესა და ადამიანთა ხოცვაზე ისაუბრა.

„ის ადგილები, სადაც მათი ჯარებია განთავსებული, მასობრივ სასაფლაოებადაა ქცეული“ – ზელენსკის გაეროს უშიშროების საბჭოზე

მსგავსი თემები