ევროკავშირმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწერა – რუსეთი ყველა მიმართულებით იბლოკება

რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესდა. ექვსპუნქტიანი პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი და  დაუნდობელ ომის წარმოებისთვის რუსეთი კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.

1. რუსეთიდან, წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს ამცირებს;

2. ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკზე, მათ შორის სიდიდით მეორე, VTB ბანკზე;

3. ევროკავშირის ნავსადგურებს, რუსული გემების და რუსეთისა და ბელარუსიის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებზე წვდომის აკრძალვა;

4.10 მილიარდი ევროს ღირებულების შემდგომი ექსპორტის აკრძალვები გადამწყვეტ სფეროებში (ნახევრადგამტარები, მექანიზმები და სატრანსპორტო აღჭურვილობა);

5. 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი იმპორტის აკრძალვა;

6. მიზანმიმართული ღონისძიებები, როგორიცაა ევროპის სახელმწიფო შესყიდვებში, რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გამორიცხვა.

 

მსგავსი თემები