ნატო უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსთვის უკრაინის მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით  უკრაინის შეიარაღება გაგრძელდება.

„ჩვენი  ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური, სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მჭიდრო კავშირია,  თუ რისი მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და რა ძალა აქვთ მათ ბრძოლის ველზე. რაც უფრო მეტად შევძლებთ ბრძოლის ველზე მათ მხარდაჭერას, რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მით უკეთესი შედეგების მიღწევა შეუძლიათ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მთავარია უკრაინის დახმარება. შემდეგ კი უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, რა სახის შეთანხმებებს შეუძლიათ მიაღწიონ. ჩვენ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს ვაღიარებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები