პესკოვი ჯო ბაიდენს თითს უქნევს და მის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს

პოსკოვისთვის პუტინის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. კრემლის პრესსპიკერისთვის მიუღებელია ვლადიმირ პუტინის მისამართით ისეთი სიტყვების გაჟღერება, რომელიც მის დისკრედიტაციას მოახდენს და შეურაცხყოფას მიაყენებს. პესკოვი თითს ამერიკის პრეზიდენტსაც უქნევს და მის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს.

„რუსეთის პრეზიდენტის მიმართ პირადი შეურაცხყოფა გრძელდება, რაც ცუდია. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეს ჩვენ მიუღებლად და სამარცხვინოდ მიგვაჩნია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვი განსაკუთრებით ჯო ბაიდენის შეფასებებმა ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო აღაშფოთა. კერძოდ, იმან, რომ ჯო ბაიდენმა პუტინი ომის დანაშაულში დასდო ბრალი.

„შეიძლება გახსოვთ, გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში… ის ომის დამნაშავეა. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები