4 ქვეყანა საკუთარი ტერიტორიიდან რუს დიპლომატებს აძევებს

დასავლეთს ქვეყნები პირობას ასრულებენ და ბუჩაში ოკუპანტების მხრიდან დატრიალებული ტრაგედიის გამო, თავიანთი ტერიტორიებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ.  ეს ქვეყნებია: იტალია, დანია, შვედეთი და ესპანეთი.

იტალიის განაცხადით, ქვეყანას 30 რუსი დიპლომატი დატოვებს დანიიდან 15 დიპლომატს გააძევებენ. როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი აცხადებს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„დანია 15 რუს დაზვერვის ოფიცერს გააძევებს, რომლებიც კოპენჰაგენში, რუსეთის საელჩოში მუშაობენ. ისინი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“ – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შვედეთს, ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს გააძევებენ. მთლიანობაში, ევროპიდან 125-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. პროცესი კიდევ გაგრძელდება.

მსგავსი თემები