ორი რეფერენდუმი ერთის ნაცვლად – „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან შესაერთებლად ემზადება

“სამხრეთ ოსეთში” ე.წ. არჩევნებისთვის ემზადება. 10 აპრილის შემდეგ კი ორი დიდი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, რომელმაც, ბიბილოვის განმარტებით,  მოსახლეობის ნება უნდა აღასრულოს. საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ოფიციალურ გაფორმებაზე.

„შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩავატაროთ. ერთი –  რუსეთთან შეერთების შესახებ და მეორე – ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ“ – ასეთია ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის გეგმები.

ე.წ. პრეზიდენტის მტკიცებით,  „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა  რეალურია.

 

მსგავსი თემები