აშშ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს რამდენიმე დღეში წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ოკუპანტ რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი წარუდგინოს.

როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, ახალი სანქციები, დიდია ალბათობით, მიმდინარე კვირას გამოცხადდება. მისივე ინფორმაციით, სანქციების სხვადასხვა მიმართულების იქნება და მათ შორის, ენერგეტიკაც მოიაზრება.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მაღალჩინოსნებთან ევროპის მთავარ დედაქალაქებში, ისევე, როგორც ბრიუსელში, სანქციების სრულ სპექტრთან დაკავშირებით, მათ შორის ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციების ან ზეწოლის ვარიანტების ჩათვლით“ – განაცხადა სალივანმა.

ასევე, რუსეთის სანქციების პარალელურად, აშშ უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტსაც გამოაცხადებს.

 

მსგავსი თემები