„პუტინის ომის მანქანაში ფული კვლავ მიედინება“ – ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

ბრიტანეთი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მეტი სანქციების შემოღებას ითხოვს და აცხადებს, რომ შემოვლითი გზებით, პუტინის ომის მანქანაში ფული ისევ მიედინება.

„ყველა შეძრულები ვართ ბუჩაში მომხდარით. ეს არის  სასაკლაო, სექსუალური დანაშაულის მკაფიოდ მტკიცებულება, უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება, ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, გამოვყოფთ სახსრებს რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა. რეალობა არის ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს“, – აცხადებს ლიზ ტრასი.

მსგავსი თემები