„ქალაქი სასაკლაო“ უკრაინის პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გაწმენდილ ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. პრეზიდენტი ზელენსკი ყველა იმ წერტილზე მივიდა სადაც ოკუპანტებმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს და ადამიანები წამებით დახოცეს.

პრეზიდენტი გადარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და პირადად მათგან მოისმინა შემზარავი ისტორიები.

„უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21 საუკუნის ევროპაში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ და საბრძოლო ძალისხმევას განვაგრძობთ. მედიამ მსოფლიოს უნდა ანახოს ეს კადრები, რაც აქ რუსეთმა ჩაიდინა. რაც ჩაიდინეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და რას აკეთებს მშვიდობიანი უკრაინაში რუსეთის ფედერაცია. ხალხმა უნდა ნახოს როგორ იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის გენოციდი. მძიმეა ილაპარაკო და აღწერო ეს ყველაფერი.

“ – აღნიშნა პრეზიდენტმა  მედიასთან და იმედი გამოთქვა, რომ ოკუპანტები სისასტიკისთვის პასუხს აგებენ.

ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

მსგავსი თემები