სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილს  მისთვის შესაფერისი სერვისები ამ დრომდე არ მიეწოდება“ – აცხადებს სახალხო დამცველი და იმ ხარვეზებზე მიანიშნებს, რაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტს მიმართა არსებობს.

ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ანგარიში დღეს მედიას წარუდგინა.

,,მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მუდმივად ვართ ინფორმირებულები. მივიღეთ გამოკვლევის შედეგები, რომელიც მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდგომ ჩაუტარდა, როდესაც ეს მონაცემები გავუზიარეთ ჩვენს კონსილიუმს გვითხრეს, რომ ეს შედეგები იდენტურია მათი დასკვნისა. ჩვენი შეფასება არის უცვლელი. მას  სჭირდება როგორც ფსიქოლოგიური,ისე ფიზიკურ რეაბილიტაცია, მაგრამ, ამ ეტაპისთვის, ეს სერვისები არ მიეწოდება“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ მედიასთან.

მსგავსი თემები