“ფრაზა – მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი, ვერც ერთ დამნაშავეს გადაარჩენს“ – ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოკუპანტი ქვეყნის ყველა დამნაშავეს, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე სისასტიკის მონაწილეა, ნიურნბერგის სასამართლოს ჰპირდება. აქვე, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ვერავის გადაარჩენს ფრაზები, რომ ის მხოლოდ დავალებას ასრულებდა.

„გმირი ქალაქი გოსტომელი. მრავალსაუკუნოვანი, დიდებული ისტორიით. მას ჰქონდა საკუთარი ნება და არჩევანის უფლება, ის, რაც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს და ის, რასაც რუსები ვერასოდეს გაიგებენ. . ის ტკივილი, რომელსაც აქ ჩვენი ხალხი განიცდის, წარმოუდგენელია.  ზუსტად ვიცი, ჩვენი საერთო ეროვნული ოცნება ახდება. ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც.  წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს“, – აცხადებს რეზნიკოვი.

 

მსგავსი თემები