ხელები შეუკრეს, კედელთან დააჩოქეს, დაასახიჩრეს და შემდეგ დახოცეს – ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში

​ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ერთ დიდ სასაფლაოდაა ქცეულია, გვამები ყველგან ყრია. ოკუპანტები სამოქალაქო პირებს, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებს სისასტიკით ხოცავდნენ. კედელთან დაჩოქილებს აყენებდნენ, ხელებს უკრავდნენ, ასახიჩრებდნენ და შემდეგ კლავდნენ.

ეს სურათი დახვდა უკრაინულ მხარეს ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, რამაც მსოფლიო მოიცვა. ქალაქი გვამებს ვერ იტევს. შენობების სარდაფები სავსეა მიცვალებულებით, ხელწერა ყველგან ერთია. ქალებს ჯერ აუპატიურებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ.

ქუჩაში საკმაოდ ბევრია გაჭყლეტილი მანქანა, შიგნით მიცვალებულებით, ვინც კი შეხვდებოდათ, ტანკებით უვლიდნენ.

საფლავებიც კი არ დაინდეს. დაანგრიეს და გაანადგურეს. ამ ეტაპისთვის, ბუჩაში 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს. ეს, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მისვლა მოხერხდა.

 

მსგავსი თემები