„შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით“ – ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოებაზე

„გრემის“ 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალური ჩართვისას დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა, მათ სიჩუმე თავიანთი შემოქმედებით უნდა შეავსონ.

„უკრაინელი მუსიკოსები, სმოკინგების“ ნაცვლად, ჯავშანჟილეტებს ატარებენ და დაჭრილებს საავადმყოფოებში უმღერიან. ეს არის ომის სისასტიკე, რომელიც ახლა ჩვენთან ხდება.  რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ იგი დღეს, რომ თქვათ ჩვენი ამბავი“ – განაცხადა პრეზიდენტმა „გრემის“ ცერემონიალზე.

მსგავსი თემები