„ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ“ – არესტოვიჩი

​ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ეს მსოფლიომ უნდა იცოდეს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს არსებული უმძიმესი ვითარება. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რომელიც თავად იყო ჩასული უკრაინაში, აცხადებს, რომ ეს არის პუტინის ომის დანაშაული.

„შეძრწუნებული ვარ რუსეთის სისასტიკით ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ოლქებში. ეს არის პუტინის ომის დანაშაულის მწარე რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს აქ რაც ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად“, – აცხადებს რობერტა მეცოლა.

კადრებში ჩანს მოკლული ბავშვები, ნაწამები ადამიანები. როგორც უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექცეი არესტოვიჩი აცხადებს, ადგილზე ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე კადრებში ჩანს.

„რუსეთის არმიის სამხედრო დამნაშავეთა მსხვერპლს შორის უკვე ნაპოვნია გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც აპირებდნენ, დახოცილები არიან ბავშვები, მოხუცები“ – აცხადებს არესტოვიჩი.

 

მსგავსი თემები