ოკუპანტები ყოველ 6 საათში ერთ ბავშვს კლავენ

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, ოკუპანტის ჯარისკაცები ყოველ 6 საათში ერთ ბავშვს კლავენ. ყოველ სამ საათში კი ერთი ბავშვის ტრავმირებას ახდენენ.

სახალხო დამცველი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს, შესაბამისად იმოქმედოს.

„მივმართავ გაეროს, გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.

 

მსგავსი თემები