„დასავლეთმა სანქციების დაწესებით საღ აზრს გადაუხვია“ – კრემლში ზელენსკისთან შესახვედრად ემზადებიან

ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს, ომში ჩართული პრეზიდენტების შეხვედრა და მოლაპარაკებებია. როგორც კრემლში აცხადებენ, პრეზიდენტების მოლაპარაკება კი იმ შემთვევაში შედგება, თუ ხელმოსაწერი დოკუმენტი მზად იქნება.

„იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად მომზადდება დოკუმენტი, რომელიც მზად იქნება მხარეებს შორის ხელმოსაწერად, სწორედ ეს გახდება საფუძველი პრეზიდენტების შეხვედრის“ – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი.

მისივე შეფასებით, სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, ყველაფერს ართულებს და საღ აზრს მოკლებულია.

„ეს არის საღი აზრიდან გადახვევა. მას შემდეგ, რაც ჩვენ პრეზიდენტს სანქციები დაუწესეს, როგორც ჩანს, უკვე გამოდის, რომ ისინი ნებისმიერი სისულელისთვის მზად არიან“ – განმარტავს პესკოვი.

 

მსგავსი თემები