„შემდგომი სანქციები უკვე გზაშია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპა, რუსეთთან დაკავშირებით არსებულ სანქციებზე არ გაჩერებულა, პირიქით ახალ პაკეტზე ისევ მუშაობს.

„შოკირებული ვარ გათავისუფლებულ კიევის ბუჩას რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ამაღელვებელი კადრებით. ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარება საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა გზაშია. დიდება უკრაინას!“, – აცხადებს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები