რუსეთმა უკრაინაში 18 000-მდე სამხედრო დაკარგა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ცოცხალი ძალის დანაკარგზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 18 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საკმაოდ დიდი მსხვერპლია წვევამდელებში.

რაც შეეხება შეიარაღებას, უკრაინამ რუსეთში დაკარგა  644 ტანკი, 1 830 ჯავშანტრასპორტი, 325 ერთეული საარტილერიო სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 143 თვითმფრინავი, 134 შვეულმფრენი, 7 ერთეული საზღვაო ხომალდი და 89 უპილოტო საფრენი აპარატი.

მსგავსი თემები