„უკრაინული ნატო“ – სწორედ ამას ითხოვს უკრაინა

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ალიანსის წევრობაზე უარს იტყვის, უნდა შეიქმნას ანალოგიური ორგანიზაცია, ე.წ. უკრაინული ნატო, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. სწორედ ეს არის უკრაინის ალტერნატიული წინადადება, ალიანსზე უარის თქმის სანაცვლოდ.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით,  უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამ გზით შექმნას „საკუთარი უკრაინული ნატო“.

„გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული ნატო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყანა უკვე გამოეხმაურა უკრაინის აღნიშნულ ინიციატივას რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნან. ეს ქვეყნებია: თურქეთი, გერმანია და იტალია.

 

მსგავსი თემები