სანქციების გამკაცრება და თავდაცვითი შეიარაღება – რაზე შეთანხმდნენ ზელენსკი და ჯონსონი?!

უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრინატეთის პრემიერ-მინისტრი  დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბრიტანეთი, პარალელურ რეჟიმში, რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს.

„ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჯონსონს. შევთანხმდით უკრაინისთვის ახალ თავდაცვით მხარდაჭერასა და  ახალ პაკეტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ასევე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. შევთანხმდით ერთობლივ ნაბიჯებზე მშვიდობის მისაღწევად,“- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

რაც შეეხება ბორის ჯონსონს, მისი ინფორმაციით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას,  მათ შორის, სანქციების გაძლიერებას. უნდა გაზარდოს ეკონომიკური ზეწოლა პუტინის სამხედრო მანქანაზე, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე რჩებიან,“- აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები