„პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს „ლატარეას“ უწოდებს. როგორც მატეუშ მორავიეცკი  აცხადებს, უმძიმესი ვითარების მიუხედავად, ევროპა ისევ მსჯელობს.

„ყოველდღე ასიათასობით უკრაინელი იღვიძებს იმის შიშით, დაფრინავენ თუ არა რუსული თვითმფრინავები მათ სახლებზე. ევროპაში კი ლატარიაა გამართული. ჯერ ხმებს გამკაცრებულ სანქციებს აძლევენ, მეორე დღეს კი ხმას აძლევენ, რომ არ გაიზარდოს. პუტინმა მთელ ევროპას ცეცხლი წაუკიდა და ევროპას ის აინტერესებს, იქნება თუ არა საკმარისი სახანძრო საბნები“, – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები