მოსახლეობის გამოსაყვანად, თურქეთი უკრაინას გემებით დაეხმარება

თურქეთი მზადაა, უკრაინიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გემებით გაიყვანოს. თურქეთი უკრაინას გემებს მარიუპოლის ნავსადგურთან მიიყვანს, საიდანაც ლტოლვილებს სხვა ქვეყანაში გადაიყვანს.   მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, უკრაინიდან გემებით დაჭრილებსაც გაიყვანენ.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუს აკარმას განცხადებით, თურქეთი აღნიშნულ საკითხს უკრაინასთან და რუსეთთან აგვარებს.

„ანკარას მზადყოფნა ევაკუაციის პროცესის მხარდასაჭერად თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს გადაეცა, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. ინიციატივა ასევე გადაეცა რუსულ მხარეს“ – განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები