„გამოუშვას მიშა“ – ბუბა კიკაბიძე პრეზიდენტს

მომღერალმა და „ნაცონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ციხიდან გამოსულმა კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიშა სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს.

„ჩვენ უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ, რომ უპატრონობაა“,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები