რუსეთი აფხაზეთის მიერთებისთვის ემზადება, პირველი ნაბიჯი გადადგმულია – ბიუჯეტის მხოლოდ 15% დაუტოვეს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ეკონომიკურადაც იმონებს. კერძოდ, თუ „სამხრეთ ოსეთის“ ბიუჯეტის 85% რუსეთიდან ივსებოდა, ამჯერად რუსეთი მხოლოდ 15%-ს დააფინანსებს. ანალოგიური ხდება აფხაზეთთან მიმართებაშიც.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი გზა, როგორ მოქმედებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემოვლითი გზებით.

„რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში  მოქმედებს შემოვლითი გზებით. მას არსად ეჩქარება, აფხაზეთს მაინც ისე აკონტროლებს, როგორც უნდა. ის ქმნის სამართლებრივ წინაპირობებს, რომ აფხაზეთი მიიერთოს. გეტვით, როგორ იყენებს ის აფხაზეთის დამორჩილებისთვის ეკონომიკურ ბერკეტებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა და სანქციები ძალაში შევიდა, აფხაზეთსაც და „სამხრეთ ოსეთსაც“ განუცხადეს, რომ თუ ადრე მათ ბიუჯეტს რუსეთი ავსებდა, ახლა ასე ვერ მოხდება.

პირობა წაუყენეს, რომ ბიუჯეტის მხოლოდ 15%-ს შეავსებენ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 85% რუსეთიდან ივსებოდა, მხოლოდ 15% იყო ადგილობრივი შემოსავლები. აფხაზეთში 55-60% მიდიოდა რუსეთიდან, 40% იყო ადგილობრივი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ციფრები 15%-მდე შემცირდება“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ველა სანქცია, რომელის დაწესებული აქვს რუსეთს, მტკივნეულად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან, თავიდან ბოლომდე რუსეთზე არიან მიბმულები. „ამას რომ ბიუჯეტის შემცირებაც ემატება, წარმოიდგინეთ რა ვითარებაში აღმოჩნდებიან ეს წარმონაქმნები“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავართნ“.    

    

მსგავსი თემები