„მოგვეცით საბჭოთა თვითმფრინავები, მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – ზელენსკი

„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა“ – აცხადებს პრეზიდენტი  ზელენსკი და მსოფლიოს ისევ იარაღს სთხოვს.

„მოგვეცით რაკეტები, მოგვეცით თვითმფრინავები. თქვენ ვერ გადმოგვცემთ F-18-ებს, ან F-19-ებს, მაგრამ მოგვეცით ძველი საბჭოთა თვითმფრინავები. მომეცით რაიმე, რითაც ჩემი ქვეყნის დაცვა შემიძლია“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

პრეზიდენტი, იარაღით მომარაგებასთან ერთად, ალიანსის წევრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნატოს სურვილი ცხადია.

„ნატო-ს ჩვენი მიღება არ სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, რადგან ნატო-ში რომ შევიდეთ, ალიანსს ბევრად გავაძლიერებდით. ჩვენ სუსტი სახელმწიფო არ ვართ. ჩვენ არ ვთავაზობთ ჩვენს გაძლიერებას ნატო-ს ქვეყნების ხარჯზე, ჩვენ ვართ დამატებითი, მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, უკრაინა ევროპის კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები