8 წლის ბავშვი სიკვდილს ებრძვის, მძღოლს, ვინც მას დაეჯახა,  ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა

„ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლს მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შეჯახების მომენტში არ იმყოფებოდა, ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა“ – აცხადებს საქმის პროკურორი.

8 წლის ბავშვის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შემთხვევა კი თბილისის ცენტრში, შარტავას ქუჩაზე მოხდა. 8 წლის ბიჭი საკუთარი სახლის წინ, გაჩერებაზე იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა. ამ დროს, გაჩერებაზე, ტროტუარზე სწრაფად მიმავალი ავტომანქანა შევარდა, რომელმაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ბრალ­დე­ბუ­ლი, 37 წლის და­ვით ჯა­ლა­ღო­ნი­ა დაკავებულია, მას პატიმრობა შეუფარდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბი­ლის­ში, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე დ.ჯ.-მ, რო­მე­ლიც “BMW“-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, გა­და­ა­ჭარ­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რის ზღვარს, მე­ო­რე სა­მოძ­რაო ზო­ლი­დან პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში გა­დას­ვლის მა­ნევ­რისაგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებსა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და პირ­ველ სა­მოძ­რაო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად დ.ჯ.-ს მარ­თვის ქვეშ მყოფ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნამ მარ­თვა და­კარ­გა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და, ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და იქვე მდგომ 8 წლის ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა.

 

მსგავსი თემები