100 000-მდე დოზა „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა, ახალი დოზები კი ჯერ არ გვაქვს

პირველ აპრილს „ფაიზერის“ ძვირადღირებულ ვაქცინებს ვადა გაუვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 000-მდე დოზა ვაქცინა გაფუჭდა.

ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან, ხალი ვაქცინა ჯერ არ შემოსულა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვადაგასული ვაქცინების გადათვლა და ამოღების პროცესი დაწყებულია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ კი მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ იქნება და „ფაიზერის“ აცრა რამდნიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება.

 

მსგავსი თემები