ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ სათანადოდ იმოქმედებს

რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება დღის წესრიგში ისევ დგას. რუსეთის ცალკეული თანამდებობის პირები აღნიშნულ საკითხს პერიოდულად ახსენებენ და განმარტებებსაც აკეთებენ, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს.

სათანადო გზავნილს ავრცელებს თეთრი სახლიც, სადაც ამბობენ, რა მოქმედებებზე გადავლენ საჭიროების შემთხვევაშ.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სათანადო საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას აწვდის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ იარაღს განათავსებს“ – აცხადებს  თეთრი სახლის პრესმდივანი. ჯენ ფსაკიმ ასევე განმარტავს, რომ  რუსეთი,  შესაძლოა, გეგმავდეს „ცრუ დროშის“ ოპერაციას, რომ „ამ ტიპის“ თავდასხმისთვის შესაბამისი პირობები მოამზადოს.

 

 

მსგავსი თემები