„ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტის ჯარები უკრაინაში ახალი დარტყმისთვის ემზადებიან. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა.

„რუსი ჯარისკაცები გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ისინი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, თუმცა,  რთული ბრძოლები გველოდება. ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ მალე,  ყველა დაინახავს ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები