ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ადგილად ისევ თურქეთი განიხილება

თურქეთის პრეზიდენტი აყენებს ინიციატივას, რომ საომარ მოქმედებებში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაც თურქეთში მოხდეს. როგორც ერდოღანი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი მის შეთავაზებას იღებს. რუსეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია კი დღეს ექნება.

როგორც  რეჯეფ თაიფ ერდოღანი განმარტავს, საკითხთან დაკავშირებით ზელენსკის პოზიცია იცის, პუტინის პასუხს კი დღეს მოისმენს.

„უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან მქონდა მოლაპარაკება. დღეს 16:00 საათზე პუტინთან მექნება საუბარი. მოლაპარაკებების შედეგებიდან გამომდინარე ახლა ჩვენ შეგვიძლია ლიდერების შეხვედრის გამართვა, განსაკუთრებით ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით ნაბიჯის გადასადგმელად“,- განაცხადა ერდოღანმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინული მხარეების მოლაპარაკების პროცესი, ამ წუთებში, ვირტუალურ ფორმატში გრძელდება.

 

მსგავსი თემები