პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკების პარალელურად ბელგოროდის აფეთქება პოზიტიური სიგნალი არ არის

უკრაინის საზღვართან, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობტერმინალის აფეთქებას კრემლის პრესსპიკერი, ირიბად, უკრაინას აბრალებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები მოლაპარაკებისთვის კომფორტული არ არის.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, პრეზიდენტი პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და ყველა საჭირო ზომა არის მიღებული, რომ საწვავის დეფიციტი არ შეიქმნას.

„ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით, ცხადია, ინფორმირებულია  პრეზიდენტი. მოხდება ნავთობით მომარაგების შევსება. შეფასება პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ. ოპერაციის დროს ჰაერში რუსეთის უპირატესობა აბსოლუტური ფაქტია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რაც შეეხება მომხდარს, შეფასება ძალოვანმა უწყებებმა უნდა გააკეთონ“,- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგოროდის აფეთქებაში რუსული მხარე უკრაინულ კვალს ხედავს. უკრაინაში კი არ გამორიცხავენ, ეს თავად რუსების გაკეთებული იყოს, რომ შემდეგ უკრაინისთვის დაებრალებინათ.

ბელგოროდში ნავთობის 8 რეზერვუარი იწვის

მსგავსი თემები