ოკუპანტებმა ჩერნობილი დატოვეს, თუმცა, ტყვეები თან წაიყვანეს

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია,ს რომ რუსმა ჯარისკაცებმა  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს, მათ თან წაიყვანეს ის სამხედროები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპისთვის, უკრაინული მხარე ვერ ადასტურებს რამდენი უკრაინელი ტყვე ჰყავთ რუსებს.

„რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც ისინი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაიქცნენ, წაიყვანეს ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც 24 თებერვლიდან მძევლად ჰყავთ აყვანილი,”- განმარტავენ „ენერგოატომში“.

 

მსგავსი თემები