შარშანდელთან შედარებით, გრიპის შემთხვევები გაიზარდა

„გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წლევანდელი წელი იყო განსხვავებული 2020-21 წლის სეზონისგან. შარშან 2 შემთხვევა გვქონდა გრიპი, წელს ლაბორატორიულად დადასტურებულია 100-მდე შემთხვევა“ – განაცხადა იაშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პროფესორის შეფასებით, ვირუსის შემთხვევები გაზრდილია როგორც ბავშვებში, ისე დიდებში.

„როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში, შემთხვევები მომატებულია, თუმცა, არ გვაქვს გრიპის სეზონური მატება. ამაში გარკვეული როლი ითამაშა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა – ნიღბის ტარებამ, დისტანციის დაცვამ. ასე რომ, გრიპის ვირუსის მცირე რაოდენობის უკან დგას კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თუმცა, გიმეორებთ, რომ  მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ სეზონური მატების სახე არ გვქონია“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები