„იმ მიმართულებიდან გადიან, სადაც ვურტყამთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარი არსად წასვლას არ აპირებს და ტყუილია ოკუპანტი ქვეყნის განცხადება. რომ თითქოს, გარკვეული პუნქტებიდან გადიან.

როგორც ზელენსკი განმარტავს, ოკუპანტის ჯარები გადიან იმ ადგილებიდან, სადაც სუსტები არიან და მიდიან იქ, საიდანაც უკეთ განახორციელებენ იერიშს.

„ვიცი, რომ ყველას გსიამოვნებთ წაკითხვა და ახალ ამბებში ნახვა, რომ ჩვენი უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან ოკუპანტებისგან. დიახ, ეს ასეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა,  ყოჩაღები არიან, მადლობა მათ. რუსი სამხედროები ტაქტიკას ცვლიან.  ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები