ომი არ სრულდება, უკრაინას ლეტალურ იარაღს ბრიტანეთიც მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინისთვის  შეიარაღების მიწოდებას. როგორც თავდაცვის მდივანი განმარტავს, მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში მეტი ლეტალური შეიარაღების გაგზავნაზე შეთანხმდა.

ბენ უოლესის განცხადებით, საუბარია იმ შეიარაღებაზე, რაც დღეს უკრაინას თავდაცვისთვის ყველაზე მეტად სჭირდება – საჰარო და სანაპირო დაცვის სისტემები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ჯავშანმანქანების საწინააღმდეგო საშუალებები.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მტრის ჩანაფიქრი შემდეგია –  ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს.

მსგავსი თემები