აფხაზეთი რუსეთთან შეერთებას არ გეგმავს, თუმცა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის “გარუსებას” ითვალისწინებს   

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ტაშს უკრავს „სამხრეთ ოსეთის“ გადაწყვეტილებას რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს. როგორც შამბა აცხადებს, იგივე, აფხაზეთთან დაკავშირებით ვერ მოხდება, რადგანაც, კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს.

„მსგავსი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს.  ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება”, – განაცხადა მან.

შამბას განცხადების პარალელურად, წელიწადზე მეტია, აფხაზეთში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის „გარუსებას“ ითვალისწინებს. კერძოდ, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია:  საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა აფხაზეთსა და რუსეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, აფხაზეთის რუსეთთან შესაერთებლად თითქმის არაფერი რჩება.

„ამ პროგრამის მეორე  პუნქტი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას. ეს პუნქტი შარშან უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღემდე არ არის დამტკიცებული. ეს დოკუმენტი უკვე მომზადებულია სოხუმში და დევს დეფაქტო პრეზიდენტს ადმინისტრაციაში,  მიმდინარეობს რუსეთთან შეთანხმება“ – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, პუტინს ერთი პატარა რეფერენდუმი დასჭირდება, რომ აფხაზეთი მიუერთდეს რუსეთს.

მსგავსი თემები