8 წლის ბავშვს მესამე ოპერაცია უტარდება, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა. როგორც მედიაცენტრ მთავარს“ იაშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩატარდა.

„ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, თეძოს ძვლებზე, ბარძაყზე და იგეგმება უროლოგიური ოპერაციის ჩატარებაც. მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

შეგახსენებთ, რომ შარტავას ქუჩაზე, ბავშვს მანქანა დღეს დილით დაეჯახა.

ავარია თბილისში – მანქანა მცირეწლოვანს დაეჯახა

 

მსგავსი თემები