„რუსეთის მოქალაქეები უნდა ჩამოვიდნენ და სიამოვნება მიიღონ აფხაზეთში“ – მარგარიტა სიმონიანი

კრემლი  აფხაზეთში მედია ცენტრს ქმნის, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე იმუშავებს. აღნიშნული თემის მოსაგვარებლად, მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გაგზავნა.

სოხუმში მედიაცენტრი გახსნის ცერემონია ოფიციალურად ჩატარდა და ის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსდა. როგორც ღონისძიებაზე სიმონიანმა და ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთის მოქალაქეები მეტ ინფორმაცის უნდა ფლობდნენ აფხაზეთზე და ის რუსებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში რუსეთთან დაკავშირებით ბევრი პოზიტიური ინფორმაცია გავრცელდეს  და მეტი დადებითი განწყობა გაჩნდეს და პირიქით, რუსეთის მოქალაქეები ჩავიდნენ აფხაზეთში.

„მინდა, რომ აფხაზეთი ფართოდ გაიცნონ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობენ. ეს არის ჩვენი დიდებული მიწის ულამაზესი ნაწილი. ისეთი სტუმართმოყვარეობა, როგორიც აფხაზეთშია, არსადაა. მოხარულები ვართ, რომ ვერთობით ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ აფხაზეთის შესახებ.  უნდა ჩამოვიდნენ და სიამოვნება მიიღონ აფხაზეთში. თუ ჩვენგან დახმარება დაგჭირდებათ, სიამოვნებით მივიღებთ ამაში მონაწილეობას“ – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა აფხაზეთში ვიზიტისას.

მსგავსი თემები