ვირუსით 450 დამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 626   ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.9%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 648 264.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 540 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 624 993.

 

 

მსგავსი თემები