ოკუპანტები ახალგაზრდა ქალს რამდენიმე საათი აუპატიურებდნენ

ახალგაზრდა უკრაინელი ქალი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს, ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება, თუმცა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, 33 წლის ქალი იხსენებს, რომ ოკუპანტებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს, შემდეგ, ქალი იარაღის მუქარით აიძულეს, ტანსაცმელი გაეხადა. მას რუსი სამხედროები რიგრიგობით, რამდენიმე საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ.

მსხვერპლი ყვება, რომ მცირეწლოვანი შვილი ამ დროის განმავლობაში სხვა ოთახში იმალებოდა. როდესაც მოძალადეებმა დაიძინეს, დედა შვილთან ერთად სახლიდან ფეხით გაიქცა. მამის გარდაცვალების შესახებ ბავშვმა ამ დრომდე არაფერი იცის.

 

მსგავსი თემები