წალენჯიხის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, წალენჯიხის საკრებულოს წევრს – გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს, ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთ დაკავებულ პირებს კი გირაოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

კონკრეტულად კი, ნუნუ აბულაძეს 2000 ლარიანი გირაო,  დანარჩენებს კი 6000 ლარის ოდენობით გირაო განესაზღვრათ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გელა აბულაძე უდანაშაულოა და ის ბრალს არ აღიარებს. აბულაძეს თავდებში უდგებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია „საქართველოსთვის.“ კერძოდ: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი. ასევე, წალენჯიხის საკრებულოს წევრები. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გელა აბულაძე დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს და სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დაირეგისტრირა.

მსგავსი თემები