მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა  ალყაში მოქცეულ ქალაქ-ნავსადგურ მარიუპოლში „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

სახალხო დამცველი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს.

„ოკუპანტებმა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შენობა მიზანში ამოიღეს. მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნეს შენობას, რომელზეც თეთრ ფონზე, წითელი ჯვარი იყო გამოსახული, რაც დაჭრილებისა და ჰუმანიტარული ტვირთის არსებობის შესახებ მიუთითებს. ეს რუსეთის არმიის მორიგი ომის დანაშაული. ერთადერთი, ვინც წითელი ჯვრით აღნიშნული შენობები და ავტომობილები დაბომბა, იყო ჰიტლერის ჯარები. მოვუწოდებ, მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს, ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებებს“ – აცხადებს  დენისოვა.

 

მსგავსი თემები