გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის.

ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მედიის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, რა შემთხვევაში იტყვის უკირაინა ნატოს წევრობაზე უარს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გაეროს უშიშიროების საბჭოს წევრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. გერმანია კი მეორე ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებაზე თანხმობას აცხადებს.

ბრიტანეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

მსგავსი თემები