პრეზიდენტი ზელენსკი ნორვეგიას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს სთხოვს

ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს მიმართავს. პრეზიდენტი ნორვეგიის მთავრობას შეიარაღებით დახმარებას სთხოვს და ჩამონათვალსაც კი უგზავნის, რა სჭირდება მას.

„ჩვენ გვჭირდება ხომალდების საწინააღმდეგო სისტემები. ასევე, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშნიანი მანქანების საწინააღმდეგო სისტემები, რათა დავიცვათ ჩვენო თავისუფლება და თქვენი თავისუფლება. სანქციები ერთადერთი გზაა რუსეთის შესაჩერებლად, სანქციების პაკეტი ყოველკვირეულად უნდა იზრდებოდეს. მადლობელი ვარ, რომ თქვენ შეუერთდით ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, მინდა, კიდევ ერთი რამ გააკეთოთ. ევროპული კომპანიები არ უნდა ეხმარებოდეს მას, ვინც ათასობით ადამიანი გაანადგურა და გაანადგურა ქალაქები. კომპანიებმა უნდა შეაჩერონ რუსეთის შესაძლებლობები, გაანადგურონ მეზობლები. როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ მათ საზღვაო აღჭურვილობა, როდესაც ისინი იყენებენ საზღვაო ხომალდებს ზღვის ტერიტორიების დასანაღმად. ნორვეგიამ უნდა აკრძალოს, რომ თქვენი ნავსადგურები არ გამოიყენონ რუსულმა ხომალდებმა“ – აცხადებს პრეზიდენტი ნორვეგიის პარლამენტში ჩართვისას.

ნორვეგიის პარლამენტი ზელენსკის ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა.

„ევროპის კონტინენტის ბედი წყდება უკრაინის მიწაზე, უკრაინის ცასა და უკრაინის ზღვაში“ – ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში  

 

მსგავსი თემები