უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები გურჯაანელი ვეტერანებისათვის

მიმდინარე წლის 2 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: გურჯაანი, კურორტი ახტალა, თამარ მეფის ქუჩა N9.

 

მსგავსი თემები