მიკოლაევში 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

უკრაინის ქალაქ მიკოლაევში, რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მიკოლაევის მერის ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, შენობაში დაცვის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცხრასართულიან შენობაზე სარაკეტო დარტყმა გუშინ დილით განხორცილდა. იერიშის შედეგად განადგურდა ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ოფისი. სენკევიჩი აცხადებს, რომ შესახლოა, სამიზნე სწორედ კიმი ყოფილიყო, რომელიც იმ დროისათვის ოფისში არ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები