უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს ხვალ გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენებენ. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი ავრცელებს.
მისი იფორმაციით, დღეს დილით სპეცრეისი ქალაქ ლვოვიდან ვარშავაში, იქედან კი საქართველოში გვიან ღამით შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ, დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომში დაიღუპა.