„მზად უნდა ვიყოთ შეტევისთვის“ – პენტაგონი რუსეთს არ ენდობა

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსულმა მხარემ გარკვეული პოზიციებიდან ჯარის გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა, თავად უკრაინის პრეზიდენტი და პენტაგონი აღნიშნულ ინფორმაციას არასანდოს უწოდებს. უფრო მეტიც, როგორც პენტაგონში განმარტავენ, უკრაინა მორიგი დარტყმისთვის მზად უნდა იყოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის მცირე ნაწილმა უკან დაიხია. რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე მასობრივი სისასტიკე განახორციელოს. გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის“, – აცხადებს  პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კიბრი.

ანალოგიური პოზიციას აფიქსირებს უკრაინის პრეზიდენტი. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ჯერ კიდევ ისმის და ის არ შეჩერებულა.

„რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკებს. ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ“ – აცხადებს ზელენსკი.

 

 

მსგავსი თემები