თეთრი სახლი ამერიკელებს აფრთხილებს, უკრაინასა და რუსეთში არ წავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინის ან რუსეთის მიმართულებით გამგზავრებისგან თავი შეიკავოს. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცები ამერიკის მოქალაქეების გამოყოფას ახდენენ და ხდება მათო ევაკუაცია რუსეთის ან ბელორუსის მიმართულებით, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, შტატები მოკლებულია შესაძლებლობას რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს.

 

მსგავსი თემები